რაღა დაგიმალოთ და მეც თინეიჯერთა ურიცხვ არმიას ვეკუთვნი და როგორც ყველას მეც მახასიათებს ჩემებური უცნაურობები… მე წამოვლებს ვეძახი… არა, დღეს იმაზე არ ვილაპარაკებ რომ პროტესტის გრძნობა მიჩნდება, ან ყველგან ჩემი აზრის ჩაკვეხება მინდა, ან მთელი სამყარო ნერვებს მიშლის, ან გრძნობები მაწვება და დეპრესიაში ვარ… ჯანდაბა… რა სისულელეა… მოკლედ, საქმე იმაშია, რომ ადრე, მაშინ როცა პატარა ვიყავი, ჩემი მაიმუნი წარმოსახვა საოცრად მიშლიდა ნერვებს. როცა კი რაღაც წამომტკივდებოდა მაშნვე გასაოცარ დიაგნოზს ვუსვამდი საკუთარ თავს ( მიკვირს დღემდე ცოცხალი როგრო ვარ). გაგაცნობთ ჩემს აღმოჩენილ დაავადებებს:
დიაგნოზი 1: გულის მანკი მოკლედ, ერთი პერიოდი ამოჩემებული მქონდა რომ რაღაც მჭირდა გულზე… არა, არ გეგონოთ რომ ამას გავყვიროდი და ოჯახის წევრებს ნერვებს ვუშლიდი… პირიქით, არც იცოდნენ ამ წამოვლის შესახებ. ჰოდა, ერთხელაც, როცა ჩემმა ექიმმა დამირეკა და მითხრა დიდი ხანი არ მინახიხარ და მესტუმრეო მეც გავვარდი. ბოლო ხომ უნდა მომეღო ჩემი ეჭვებისთვის. მოკლედ, გამსინჯა, როგორც ყოველ წელს ხდება და როცა სახლში უნდა წამოვსულიყავი შევაპარე მგონი გულზე რაღაც მჭრს მეთქი (უნდა გითხრათ რომ ჩემი ექიმი ადამიანთა იმ ტიპს მიეკუთვნება რომლებიც ცუდ ხასიათზე არასდროს არიან) ეს ვუთხარი თუ არა ჩაიღიმა გამსინჯა თავიდან მერე ფონეიდოსკოპი თავში ჩამცხო და სახლში გამომიშვა…
დიაგნოზი 2: ქათმის გრიპი ზამთარში სიცხე 1 კვირა რომ გამიგრძელდა ფარხმალი დავყარე და დავნებდი :D თან ტელევიზიაც აქტიურად მიწყობდა ხელს ( ეგ რომ არ იყოს რა მეშველებოდა, ვინ მომაწვდიდა ახალ იდეებს ჩემი დიაგნოზებისთვის ). ჩემმა “ქათმის გრიპმა” უსაფრთხოდ და მშვიდად ჩაიარა.
დიაგნოზი 3: ჩიყვი სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რატომ მეგონა რომ ჩიყვი მჭირდა. უბრალოდ ეტყობა სხვა საქმე არ მქონდა… სხვათა შორის, ამის შესახებაც გაიგო ჩემმა ექიმმა, ოღონდ ახლა ფონეიდოსკოპი აღარ ჩაურტყამს თავში. ახლა უკვე დამცინა :D
დიაგნოზი 4: სისხლდენა კუჭიდან ეს არ მახსოვს რატომ მეგონა, მგონი უბრალოდ მუცელი ამტკივდა თუ რაღაც ამდაგვარი, მაგრამ ეს უკვე ექიმისთვის აღარ მითქვამს. ფანჯრიდან გადამაგდებდა :D
მოკლედ, ასე მძაფრად ვიგრძენი ჩემი ბავშვობა გარდა იმისა, რომ საკუთარი აზრის გამოთქმის მოთხოვნილება გამიჩნდა. ამ პერიოდს როცა ვიხსენებ ახლა მეცინება. თქვენ გგონიათ მე არ ვიცოდი, რომ არაფერი მჭირდა, მაგრამ რაღაც გასართობი ხომ უნდა მქონოდა… ჰო, გართობის თავისებური სახე იყო, იმიტომ რომ ეს საოცარი აზრები თავში მაშინ მომდიოდა, როცა არც საქმე მქონდა რამე და არც არაფერზე ვფიქრობდი. როცა მოდუნებული დავდიოდი, უაზროდ. მოვიდოდნენ, გამომაფხიზლებდნენ და მიდიოდნენ : ))) მაშინ არავინ იცოდა მათ შესახებ, ახლა იციან და ჩემთან ერთად იცინიან ხოლმე. აი, ჩემი და ჩემი ექიმის საუბარი კი მას შემდეგ ასე იწყება: ” აბა, დღეს რა გვგონია რომ გვჭირს?”
![DrHouse[1]](http://gazafxulisdila.files.wordpress.com/2011/07/drhouse1.jpg?w=1024&h=768)
No comments:
Post a Comment