აფიშა


Kino aFisha

მოკლედ. ეხლა ყველა ნახულობს კინო აფიშას. ხოდა ბარემ აქვე განვიხილოთ ფილმები :) სკოლა იწყება და ყველას უნდა სასკოლოდ რამე გააკეთოს და გაერთოს :) მოკლედ ვნახოთ კინო აფიშები :
დღეს - 17:48 : ფილმები
ჯაშუში ბავშვები 4. 
დარწმუნებული მაქვს ყველას გაქვთ ეს ფილმი ნანახი. მაგრამ მე მაინც გირჩევთ. ალბათ ეხლა იფიქრეთ - რაში მჭირდება ფილმი რომელიც ისედაც ნანახი მაქვს !!! 
კი ბატონო, მაგრამ ეს 4დე-ა !!!! პირველად საქართველოში 4D ფორმატი !!!
15 სექტემბერს,თბილისის,ბათუმისა და რუსთავის კინოთეატრებში "ჯაშუში ბავშვების" მეოთზე ნაწილის პრემიერა გაიმართება,რომელიც "4 დე" ფორმატში გახლავთ გადარებული. 

ეს იქნება პირველი შემთხვევა საქართველოში,როდესაც მაყურებელს ეძლევა საშუალება ფილმი "4 დე" ფორმატში იხილოს. 

ამ კონკრეტულ შემთხვევაში მაყურებელს სპეციალური ბარათები დაურიგდება,გარკვეულ მომენტში ეკრანზე გამოისახება ციფრი,ეს ნიშნას რომ თქვენ ბარათზე არსებულ, შესაბამის ციფრს უნდა შეეხოთ და შეიგძნობთ არომატს...ამ სიახლეს “არომასკოპი” ეწოდება. 

რაც შეეხება გახმოვანებას,ფილმი ქართულ ენაზე იქნება დუბლირებული. 

Free Festivals





Free festival movement 


თუკი თვალს ადევნებდით ვუდსტოკის, გლასტონბერის, უაიტის კუნძულის და კოაჩელას მუსიკალურ ფესტივალებს ღია ცის ქვეშ ალბათ თქვენც გინატრიათ მსგავს ღონისძიებაზე დასწრება: თავისუფლება, მუსიკა, მხიარულება...





გლასტონბერის ფესტივალს 5 წელია რაც დასაბამი დაედო. ის ივნისის უიქენდების ბოლო 3 დღეს იმართება ხოლმე ინგლისში, სამერსეტში ქალაქ პილტონში.
რა თქმა უნდა ფესტივალი ჰიპების, 70' წლების სტილში ტარდება.


http://www.glastonburyfestivals.co.uk/











კუნძულ უაიტის ფესტივალი კი, რომელიც არა 70'-იანების სტილით არის შთაგონებული არამედ სწორედ იმ ხანიდან ტარდება. ფესტივალი 2002 წელს განახლდა და უკვე ტრადიციულად ივნისის დასაწყისში იმართება. წელს 10 ივნისიდან აიღებს სტარტს ინგლისში, კუნძულ უაიტზე სიკლოუზ პარკში.


წელს მათი სპეციალური სტუმარი ჯგუფი Kings of Leon იქნება. ბილეთის ფასი კუნძულზე დასასწრებად განისაზღვრება იმისდა მიხედვით დამსწრე სტუმარი კარავით ჩავა თუ არა. კემპინგით £175.00; "სტუმრად" £150.00;


http://www.isleofwightfestival.com/






ფესტივალებზე მიღებულია ჰიპის სტილში ჩაცმა. უაიტის ფესტივალზე კი
"დრეს კოდს" წარმოადგენს რეზინის ჩექმები.









ვუდსტოკის ფესტივალიც ერთერთი ძველი ფესტივალია. ის ნიუ იორკში იმართებდოდა. თავისუფლების 3 დღე აგვისტოს შუა რიცხვებში იწყებოდა. ვუდსტოკის ფესტივალს უდიდესი როლი უჭირავს როკის ისტორიაში, მის განვითარებაში. მათი ლოზუნგი მშვიდობას, სიყვარულს და მუსიკას ქადაგებდა. 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით 2010 წელს ფესტივალი ხელახლა ჩაატარეს მსოფლიო მასშტაბით.











კოაჩელას ფესტივალი კი 1999 წლიდან მოყოლებული ტარდება ინდიოში, კალიფორნია, აშშ. კოაჩელას მუსიკალური ფესტივალი აპრილის ბოლო უიქენდებზე ტარდება და ტრადიციულად 3 დღეს გრძელდება კოაჩელას ველზე. ფესტივალი აერთიანებს ალტერნატიული როკის, ინდის და ელექტრო მუსიკის მოყვარულებს. იშლება რამოდენიმე ტენტი და ეწყობა ჟანრებისდა მიხედვით კუთხეები. რა თქმა უნდა ასეთ ფესტივალებზე მხოლოდ ცოცხალი მუსიკაა! დაანონსდა, რომ 2012 წლიდან კოაჩელას ფესტივალი 2 კვირას გასტანს ხოლმე!










კოაჩელას ველი მოწყობილია კალიფორნიის უდაბნოში. დღის განმავლობაში ტემპერატურა 38 °C აღწევს ხოლმე და ფესტივალებისთვის დამახასიათებელი გამაგრილებელი ცივი სასმელები თუნუქის ქილებით აქ ყველაზე მეტად მოთხოვნადია. ფესტივალზე მისული სტუმრები დაღამებამდე რჩებიან და ატრაქიონებებზე ირთობენ თავს.


კოაჩელას ფესტივალი ყველაზე მეტად გამოირჩევა ცნობილი ადამიანების ვიზიტით. ის დღეს ერთერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი აუდიტორიით გამოირჩევა.


celebrities at coachella 2011






კოაჩელას ყველაზე მეტად გამორჩეული ჩაცმის სტილი აქვს: ჰიპი აქსესუარები აბადოკები და სამაჯურები, ჩექმები Byker girl სტილში ან გლადიატორები, ძალიან მოკლე შორტები და სათვალეები მწვავე მზისგან დასაცავად.













და ჩვენც გვაქვს ჩვენი ტრადიცია:)
თუმცა მართალია ის სულ რამდენიმე ერთეულ წელიწადს ითვლის. (იმართება 2009 წლიდან)

საქართველოში, თბილისში Tbilisi OPEN AIR alter/vision იწყება! 



ფესტივალი 2011 11-12 ივნისს გაიმართება (ძველ) იპოდრომზე.
ფესტივალის ლოზუნგია: მუსიკა ათავისუფლებს! Music breaks free


ბილეთი თითო-დღეზე 5 ლარი ეღირება. იპოდრომზე მოეწყობა სცენა,
სადაც ქართველი და უცხოელი ჯგუფები წარდგებიან:


Exit, Ketrine & Me, Me and My Monkey, Mutual Friends, PornoPoezia, Smile, Str!ng, The Forest, UR , Z for Zulu, Salio, Tako & Green Mama, Greenbeam and Leon, The Benedicts, LOUDspeakers (საქართველო), Herr Styler (საფრანგეთი), Moodorama (გერმანია), The Fades (დიდი ბრიტანეთი), Wallace Vanborn (ბელგია)





რა თქმა უნდა კემპინგს არ ითვალისწინებს თბილისი ოუფენ ეა ალტერვიჟენი:)
თუმცა შეგვიძლია მსუბუქი პლედებით გავეშუროთ იპოდრომისკენ!





ბილეთების შეძენა წინასწარ შეგვიძლია Express ("ლატარეის") კიოსკების ქსელში ან პირდაპირ იპოდრომზევე. იპოდრომის ტერიტორიაზე გარედან სასმელის შეტანა აკრძალული იქნება, შიგნით კი გაიყიდება სასმელი და საკვებიც.


http://www.facebook.com/tbilisiopenair










ასევე საქართველოში ეწყობა ელექტრონული მუსიკის ფესტივალი - Second Life Festival
ის პირველად ჭიათურაში, ხოლო მეორედ თბილისში, ველოდრომზე გაიმართა.
სულ მალე მე-3 ფესტივალის ჩატარებასაც გეგმავენ.


http://www.facebook.com/secondlifefest






ფესტივალის ჩაცმის სტილი 
ბოჰემურია. ჰიპების მოძღვრებას ითვალისწინებს - ნაკლები ფიქრი სამოსზე და მითუმეტეს ბრენდებზე, უბრალოება და სულის თავისუფლება.



ჩაცმისას ყურადღებით შეარჩიეთ აქსესუარები და სამოსი, ისე, რომ ვითომცდა არც კი გიფიქრიათ მათ შეხამებაზე:)ააწყვეთ ლუქი რამოდენიმე ფენად - ტოპზე მაისური + მოსახური; რამოდენიმე მწკრივი აქსესუარები და ეს ყოველივე დააბალანსეთ მოშიშვლებული ფეხებით - შორტები. ასევე შეგიძლიათ ყურადღება რომანტიულ რეტრო კაბაზეც შეაჩეროთ, რომელსაც ჰიპური აქსესუარებით დატვირთავთ. ჩანთაც ვინტაჟური აირჩიეთ, რომელსაც გრძელი თოკით მხრებზე გადაიკიდებთ, რათა ხელები არ დააკავოთ და თავისუფლად შეძლოთ დღის განმავლობაში მეგობრებთან მისალმება, სასმელის დალევა და ბალახზე წამოწოლა!





 

 
 

BoomBully Beach Hostel ბათუმში




ვის არ სურს ზაფხულის ზღვისპირა ქალაქში გატარება
ხელმისაწვდომ ფასად და 
უსაზღვროდ მხიარულად? 



მაშინ ბათუმში, ჰოსტელ BoomBully -ში დაბინავება თქვენთვის იდეალური გამოსავალია.

BoomBully Beach Hostel 
- ბათუმში, ზღვის სანაპიროსთან სულ ახლოს მდებარეობს, (26 მაისის პარკთან, სასტუმრო შერატონის წინ) ზღვიდან ზუსტად ორი წუთის სავალზე. 'ბუმბული' ეპატიჟება ახალგაზრდებს ზაფხულის მხიარულად, თავისუფლად და ევროპულ სტილში გასატარებლად!



ჰოსტელის კულტურა ჩვენს ქვეყანაში ახალი ამ არის. ჰოსტელი მსოფლიოს ახალგაზრდა მოგზაურებისთვის იაფ და მხიარულ დასვენებასთან ასოცირდება. BoomBully Beach Hostel -ში არ მოგიწევს დიასახლისის კაპრიზების ასრულება და არც სასტუმროს ნომერივით ძვირი დაგიჯდება. აქ უშუალო გარემოა. აქცენტი გართობაზეა და ახალი მეგობრების შეძენაზე. ჰოსტელში არ მოიწყენ, რადგან აქ უამრავი განსხვავებული და მაინც ერთი მიზნისკენ მიმართული ადამიანია -ისინი აქ გასართობად არიან!


თავად ამ ჰოსტელის სახელიც მსუბუქი გართობისკენ მოგვიწოდებს "BoomBully" - ბუმბული:) 
თუმცა კი გააჩნია როგორ წავიკითხავთ. არჩევანი ჩვენზეა!




BoomBully Beach Hoste 


Tel: +995 595 715 745 / +995 595 41 44 43
www.boombullybeach.com
www.facebook.com/boombullybeach


მათი ფეისბუქის გვერდზე ორიგინალურ შედარებებს ამოვიკითხავთ
"არა დიასახლისთან ერთად დასვენებას" და "არა კოიკებს"






ერთი ღამის გატარება – მაქსიმუმ 35 ლარი დაგიჯდებათ. 
"ბათუმში ხშირად წვიმს ნომერში კი, როგორი მოსაწყენია ყოფნა მაგრამ ჰოსტელში მაინც ძალიან მაგრად გაერთობი. ხალმხრავალ კამპანიაში წვიმაც კი, როგორი სასიამოვნოა… წარმოგიდგენია, რამდენ რამეს მოიფიქრებთ და ითამაშებთ?"
 - წერს მარი ბლოგიდან mariakhsiashvili.wordpress.com/2011/08/03/10 მიზეზი ჰოსტელის სასარგებლოდ




რატომ ჰოსტელი? და რატომაც არა? დგები დილით, არაფრის დალაგება არ გიწევს, მიდიხარ ზღვაზე, მერე ბევრს ცურავ, მერე კატაობ ველოსიპედით, მერე სეირნობ, ხვდები ადამიანებს რომლებთან ერთადაც თურმე წინა ღამეს ჰოსტელში დაგილევია, გეგმავთ მორიგ საღამოს, ბრუნდები ჰოსტელში, ისევ წვეულებაა, ყოველ ღამე წვეულებაა, ადამიანები კადრებივით

Nusa Garcia Bernal


ბათუმის Boombully Beach Hostel–ში რაღაც თავისუფლად ხარ, სულ ახალგაზრდებია, ხმაურით ვერავის შეაწუხებ, იმიტომ რომ ყველა ხმაურობს... კიდევ - ბევრ ხალხს გაიცნობ, დაგამახსოვრდება, როგორ დაისვენე. ღამე ჯოკერს ითამაშებ და ლუდს დალევ, ინტერნეტიც იქნება მანდ და Facebook-ზე შეხვალ, დღე ზღვაზე იქნები, მოკლედ, ერთის ნაცვლად ბევრი მიზეზი გამომივიდა...

Tamuna Elbakidze




დაალაიქეთ ჰოსტელ 'ბუმბულის' ფეისბუქის გვერდი და გაეცანით მათ სიახლეებს, აქციებს და კონკურსებს:
www.facebook.com/boombullybeach






Boombully Beach Hostel
ჩანაწერები "ბუმბულის" შესახებ ბლოგებიდან




ვფიქრობდი, რამდენი ფილმი მაქვს ნანახი ერთი შეხედვით ბანალური სიუჟეტით, სადაც წყვილი, მეგობრები , ან თუნდაც ვინმე ეული მოხეტიალე ჩადის სადღაც უცხო ადგილას, უფულოდ, ფაქტიურად ჯიბეგაფხეკილი და ეძებს ადგილს, სადაც შეძლებს მოსვენებას და ორიოდე ყლუპი ლუდის დალევას…


ასეთ სიტუციაში აღმოჩენა ყოველთვის მინდოდა: ერთი ზურგჩანთით და ცოტაოდენი ფულით სიამოვნებით წავიდოდი სადმე მარტო, მეგობრების გარეშე, მოვძებნიდი უბრალო ჰოსტელს, დავბინავდებოდი და ვიქნებოდი სრულიად ბედნიერი:

დაფიქრებულხართ რამდენი თავგადასავალი შეიძლება გადაგხდეთ იქ დაბინავებულებს?



anagelbaxiani.wordpress.com/2011/07/29/boombully/





ჰოსტელში საშუალება გეძლევა გაიცნო საინტერესო და განსხვავებული ადამიანები. განსხვავებული იმიტომ, რომ ჰოსტელი დედამიწის სხვადასხვა ადგილას მცხოვრებ ადამიანთა თავშეყრის ადგილია. რა ფასი აქვს ზღვზე დასვენებას თუ ახალი მეგობრები, ახალი ნაცნობები არ შეიძინე!
http://dreamar.wordpress.com/2011/07/28/h/








მოსაყოლიც მეტი არაფერია ამ სტატიაში, აი ისე კი....


დაალაიქეთ ჰოსტელ 'ბუმბულის' ფეისბუქის გვერდი და გაეცანით მათ სიახლეებს, აქციებს და კონკურსებს:
www.facebook.com/boombullybeach


 

რას ნიშნავს როცა ვარდებს გჩუქნიან ?


ვარდი უაძველესი სიმბოლოა დიდი გრძნობისა, ეს ის ერთადერთია , რაც საუკუნეების განმავლობაში არ გაცვდა . გოგონას მეთხუთმეტე საუკუნეშიც ისევე უხაროდა, როცა მას ბიჭი ვარდს ჩუქნიდა , როგორც ახლა . მაგრამ იცოდი რომ სხვდასხვა ფერის ვარდს სხვადასხვა დატვირთვა აქვს ?

რას ნიშნავს როცა ვარდებს გჩუქნიან ?


თეთრი ვარდები : ისინი სისპეტაკისა და გულწრფელობის სიმბოლოა. ამით ბიჭი გეუბნება , რომ ზეციური ხარ , რომ მოხიბლულია შენი სინაზით . თეთრი ვარდი სუფტა გრძნობების სიმბოლოა.

რას ნიშნავს როცა ვარდებს გჩუქნიან ?

წითელი ვარდები : რა თქმა უნდა , სიყვარულს ნიშნავს. ამით მას საკუთარი სთბოს გადმოცემა სურს . თეთრისაგან განსხვავებით წითელი ვარდი მგზნებარე სიყვარულს გამოხატავს.

რას ნიშნავს როცა ვარდებს გჩუქნიან ?

ვარდისფერი ვარდები : ელეგანტურობისა და შარმის სიმბოლოა. ის მადლიერებასაც გამოხატავს , ასევე სიმპათიასაც. ვარდისფერი ვარდი ტკბილი და ნაზი გრძნობის გამოხატულებაა.

რას ნიშნავს როცა ვარდებს გჩუქნიან ?

ყვითელი ვარდები : ამით ბიჭი გაგრძნობინებს , რომ შენზე ზრუნვა უნდა. ზოგადად ყვითელი ვარდი ენერგიას ნიშნავს. ყველაზე ხშირად ამ ფერის ვარდებს მისალოცად იყენებენ. თუ შეყვარებულთან ნაჩხუბარი ხარ და მან ყვითელი ვარდები გაჩუქა , ეს ნიშნავს , რომ ბოდიშს გიხდის.

რას ნიშნავს როცა ვარდებს გჩუქნიან ?

ნარინჯისფერი ვარდები : ენთუზიაზმი , საუკეთესო სურვილები და გრძნობის განახლება - ეს არის ნარინჯისფერი ვარდის დატვირთვა . ეს ფერი სიამაყის სიმბოლოცაა .

რას ნიშნავს როცა ვარდებს გჩუქნიან ?

მწვანე ვარდები : ასეთ ვარდებს ხალისიან , სიცოცხლისმოყვარე ადამიანებს ჩუქნიან . ფსიქოლოგების აზრით . ამ ფერის ვარდი სტაბილურობის გამოხატულებაა. ხოლო სიყვარულის ენაზე , ეჭვიანობას გამოხატავს.

რას ნიშნავს როცა ვარდებს გჩუქნიან ?

შავი ვარდები : ისტორიულად სიკვდილის ემბლემაა , მაგრამ გარდა ამისა განახლებას , ანუ სიცოცხლის თავიდან დაწყებასაც აღნიშნავს . იგი ძალასთან ასოცირდება .

რას ნიშნავს როცა ვარდებს გჩუქნიან ?

ცისფერი (ლურჯი ) ვარდები : იდუმალებას უკავშირდება. ბუნებაში ცისფერი ვარდი არ არსებობს, ამიტომ მეცნიერებმა ის ხელოვნურად გამოიყვანეს. სიყავრულის ენაზე იგი აღფრთოვანებას. პირველ სიყვარულს ნიშნავს, რომელსაც ადამიანი სიცოცხლის ბოლომდე ვერ ივიწყებს .

რას ნიშნავს როცა ვარდებს გჩუქნიან ?

თეთრი და წითელი ვარდების ნარევი თაიგული ერთიანობის სურვილის სიმბოლოა .

რას ნიშნავს როცა ვარდებს გჩუქნიან ?

თუ ბიჭმა სხვადასხვა ფერის ვარდების თაიგული გაჩუქა, ეს იამს ნისნავს, რომ უყვარხარ, შენგანაც საპასუხო სიყვარულს ელის და მალე პაემაზე დაგპატიჟებს, ამიტომ მზად იყავი .

რას ნიშნავს როცა ვარდებს გჩუქნიან ?

რაოდენობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ერთი ვარდი მორიდებულობის სიმბოლოა, მაგრამ თუ იგი წითელი ფერისაა, ეს უკვე სიყვარულის ახსნის ტოლფასია.

რას ნიშნავს როცა ვარდებს გჩუქნიან ?


თქვენ რაფერ ვარდს ისურვებდით საჩუქრად?