2011-11-07

ბოლომდე შეყვარებული ♥


როგორც კი წაიკითხეთ დასახელება ალბათ დაგაინტერესათ მაგრამ სერიოზული არაფერია :D შეყვარებული ვარ ლექსებზე  ♥ (არამარტო) ვგიჟდები პოეზიაზე  ♥საყვარელი პოეტი:ლადო ასათიანი  ♥


როგორ არ მინდა, ძლიერო სენო, 

ლექსში ქართულად რომ მოგიხსენო! 

როგორ არ მინდა, ჩემს სიჭაბუკეს 

დააჩნდეს შენი შავი ჩრდილები! 

ეს რა უშრეტი ცეცხლით დამბუგე, 

პირს მარიდებენ ქალიშვილები! 

შენ შეგრჩა ვაჟას ფილტვების დაღრღნა, 

ჩემს წინააღმდეგ აღსდექი ახლა. 

შენ ბოროტების გარეშე ვერ ძლებ, 

შენ შეერკინე ანტიურ ბერძნებს, 

შენ ჰიპოკრატემ ჭლექი გიწოდა 

და მხოლოდ მაშინ შეშინდი ცოტა. 

შენ გადუქროლე რომის ქარვასლებს 

და შეაშფოთე რომაელები, 

მაგრამ ახალი დროის ქალ-ვაჟებს 

ამაოდ ცდილობ, რომ გაერევი! 

შენ შეგრჩეს ვაჟას ფილტვების დაღრღნა 

და ჩემს დაცემას ნუ ლამობ ახლა. 

ო, განვედ ჩემგან, ძლიერო სენო, 

ჩემს შემდეგ ნურვინ ნუ მოგიხსენოს. 


♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥
 

1 comment: