2011-08-06

სასკოლო შემთხვევები

მართალია სკოლა უკვე დამთავრდა.. თუმცა მაინც გავიხსენოთ ის სასაცილო და
ყველაზე ნაცნობი სიტუაციები, რომლებიც გაკვეთილებზე თითქმის სულ ხდება.



  

  
როდესაც მასწავლებელი ოთახიდან გადის ჩემი კლასი ჯუნგლებს ემსგავსება

ყოველთვის არსებობს ისეთი მასწავლებელი რომლის გაკვეთილზეც თავს ისე
გრძნობ როგორც ფიზკულტურაზე, და ისეთი რომლისაზეც გატრუნული ზიხარ.

გამოცდის წინ რამდენიმე თვით ადრე: ყველა ჩაიჭრებით და მერე გაგახსენდებათ
ჩემი სიტყვები... იქ ვინ გიკარნახებს ვნახავთ. უპასუხისმგებლო ხალხი ხართ !!!
დაიშლება თქვენი კლასი, აი გეუბნებით რა. გადაწერის საშუალებას არავინ
არ მოგცემთ. მერე მანახა თქვენი სახეები.
გამოცდაზე: ყველა იწერს :) 

როცა გაკვეთილი არ იცი, გასაძახებელი ხარ მაგრამ შემთხვევით "გადარჩები"

მე მეორე სემესტრიდან კარგად ვისწავლი.. ასე ამთავრებ თორმეტ კლასს.

თქვენც წამოგიყვირიათ გაკვეთილზე, რომ ზარს უკვე გადაცდა და ამდგარხართ?


დაფასთან გიძახებენ..
შენი რეაქცია: 

როცა სკოლა ყელში გაქვს ამოსული: 
კლასში ყოველთვის არსებობს ისეთი გოგო, რომელიც ასე ვთქვათ "პირველია"
ამის მიზეზი კი შემდეგია: ის არის თავდაჯერებული, ცანცარა, პრანჭია.
კლასის დიდ ნაწილს ის არასდროს არ მოწონს.
  
დედა: ადექი კომპიუტერიდან, სამეცადინო არ გაქვს ?
შენ: ოო მოიცა, ცოტა მაქვს მაინც..
დედა: შენ რა სულ ცოტა გაქვს !!

45 წუთიანი გაკვეთილების შემდეგ სანატრელი ზარი ირეკება. ამ დროს ნებით
თუ უნებლიედ სიხარულით წამოხტები და უცებ მასწავლების ხმა: ზარი ირეკება
ჩემთვის და არა შენთვის

ის ბედნიერი მომენტი როცა საკონტროლოს დროს მასწავლებელი
ჟურნალში იხედება და შენ თავისუფლად იწერ მეგობრისგან.

 ის ბედნიერი მომენტი როდესაც კლასში ბავშვი ყვირილით შემოდის დღეს
მასწავლებელი (ამა თუ იმ საგნის, რომელსაც ყოველთვის ძირითადად გვარით
მოვიხსენიებთ) არ არიიიიიის !! და ის საშინელი მომენტი, როცა გაიგებ რომ ეს ტყუილია.

მასწავლებელი საკონტროლოს ნიშნების გამოცხადების შემდეგ:
" იცით თქვენს პარალელურ კლასსში რამდენი ათიანი დაიწერა ?! "

როცა გაკვეთილი არ იცი და მაინც დგები
მასწავლებელი: თუ არ იცი დაჯექი და ნუღარ მაცდენ! 2-იანი!

არ აქვს მნიშვნელობა იმაზე ფიქრს, თუ რამდენად გძულს ის..
როცა მას დატოვებ ის აუცილებლად მოგენატრება : ))

მართალია ეს ძალიან ცოტა იყო იმ შემთხვევებისა, რაც სკოლაში გადაგვხდენია, თუმცა
მსგავსი ნიუსები ბევრჯერ იდო და.. მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს. თქვენც გაიხსენეთ
მასწავლებლებისა თუ მშობლების ფრაზები და ერთად ვიხალისოთ.

  

No comments:

Post a Comment