2011-08-10

5 ნოემბერს ფეისბუქის განადგურებას აპირებენ!!!

ჰაკერთა ჯგუფი Anonymous სოციალურ ქსელ ფეისბუქს განად­გურებით ემუქრება. Anonymous აცხადებს, რომ ”ოპერაცია facebook” რომელიც მრავალმილიონიანი სოციალური ქსელის განადგურებას ისახავს მიზნად, 5 ნოემბრის ღამეს განხორციელდება.
ვიდეო მოწოდებით:”ფეისბუქის გასანადგურებლად, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის სახელით!”, სადაც მათ გეგმებზეა საუბარი, Youtube-ზე სამ ენაზე: ინგლისურად, გერმანულად და ესპანურად განთავსდა. ჰაკე­რები ირწმუნებიან, რომ ”ფეისბუქი პირად ინფორმაციას სახელ­მწიფო სტრუქტურებსა და უსაფრთხოების სამსახურებზე ყიდის, რომელთაც ქსელის დახმარებით მთელ მსოფლიოში შეუძლიათ ადამიანებს უთვალთვალონ ”. მათი თქმით, ფეისბუქმა იცის უფრო მეტი მომხმარებელზე, ვიდრე ოჯახმა. „პრივატული, კონფიდენციალური ფუნქციების არჩევანი ფეისბუქზე ილუზიაა”- აცხადებენ ჰაკერები. ანონიმების თქმით, შეუძლებელია სერვისი იყოს უფასო და თუ მესაკუთრე ფულს მომხმა­რებლებისგან არ იღებს ე.ი . პირადი მონაცემების ვაჭრობით ირჩენს თავს - ასკვნიან ჰაკერები. ისინი მოუწოდებენ აქტივისტებს მთელი მსოფლიოდან გაერთიანებისაკენ რათა მოემზადონ 2011 წლის 5 ნოემბრისთვის „დღისთვის, რომელიც შევა ისტორიაში” .


5 ნოემებერს დიდი ბრიტანეთი ცნობილი ტერორისტის გაი ფოქსის ღამეს აღნიშნავს, რომელიც მე-17 საუკუნეში ლონდონის პარლამენტის აფეთქებას ამზადებდა. ტერორისტზე გადაღებულ ფილ­მში „V ნიშნავს ვენდეტას“ გაი ფოქსი ჩნდება ნიღბით, სწორედ ეს ნიღაბი გახდა ჰაკერთა ჯგუფ Anonymous-ის სიმბოლო.

ორშაბათს, ჯგუფ Anonymous-ის ჰაკერთა ერთმა ჯგუფმა სირიის თავდაცვის სამინისტროს საიტი გატეხა და ვიდრე ხელიუფლება საიტს გათიშავდა გამოქვეყნა რამდენიმე ვიდეო და ფოტო, სადაც ჩანს აჯანყებული სირიელების შეტაკება სირიის არმიასთან, ასევე კადრებში არის გასისხლიანებუ­ლი სამოქალაქო პირები. ჰაკერთა ჯგუფმა ვიდეო და ფოტო მასალის პარალელურად თავდაცვის სა­მინისტროს საიტზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომელიც სირიის მოქალაქეებს აცნობებდა, რომ ასა­დის რეჟიმი სულ მალე დაემხობა.

ფეისბუქის მხარის დასაჭერად დააკომენტარეთ !!! ჩვენ გადავარჩენთ ფეისბუქს !!! 

2 comments:

  1. Vaiime :O es ro moxdess vsioo !! : |

    ReplyDelete
  2. tu simartlea is rom facebook chvens inpormacias yidis mashin martla gaukmdes jobia)) au ro gaukmdes ramagari iqneba:D wava panikebi,xalxi komptan marto fbs pontshi jdeba xolmee :D ))) vahahaa )) auu magaria veli am dgessssss <3 twitter,tumbler,blog foreeverr

    ReplyDelete