2011-07-11

მე არ ვარ იდეალური, მაგრამ მე მაქვს ყველაფერი იმისთვის რომ ვიყო იდეალური !


გამარჯობა !
პირველ რიგში მადლობას გიხდი იმისთვის რომ ეწვიე ჩემს ბლოგს !
 მე ვფიქრობ რომ მე არ ვარ იდეალური, მაგრამ მე მაქვს ყველაფერი იმისთვის რომ ვიყო იდეალური ! 
 ვფიქრობ რომ "თითქმის" ყველა ბიჭი (ჩემ ხელა) არის უცნაური..
არ ვიცი რატომ სჭირდებათ მათ ეს.. ან რატომ ჩქუბობენ ბიჭებთან ყოველ დღე ! მაგრამ ეს ხომ ჩემი საქმე არ არის ?? და არც ვისაუბრებ ამაზე.. დაე იმათმა მიხედონ თავის თავს..
ვფიქრობ რომ ადამიანებს ჩვენ ვაძლევთ იმის უფლებას რომ თავხედები იყვნენ.. თუნდაც ერთ შემთხვევას გავიხსენებდი.. >>



საკანცელარიოს მაღაზიაში ჩემს რიგს ველოდებოდი.. ერთი ქალი შემოვიდა.. უცებ აიღო რაც უნდოდა და რიგში შემოვიდა.. ხელებით აქეთ-იქით წევდა ხალხს და ხალხიც დაუყოვნებლივ ატარებდა.. ჩემთანაც მოვიდა.. უკან დამიდგა.. როგორც ამბობენ - " ვირი დადგა და აღარ გაინძრაო" , გვერდით ჩემი მეგობარი მედგა )) გაუკვირდა ჩემი საქციელი .. როგორც წესი მე ყველა მოხუცს ვატარებ .. მაგრამ ის ქალი არც ხანში შესული იყო და არც ჯოხი ეჭირა სასიარულოდ.. მაგრამ ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა? მე ის იმისთვის არ გავატარე რომ შემდეგშიც იგივეს გააკეთებდა.. და ასე გააგრძელებდა ცხოვრებას )) მერე ყველა იგივეს გააკეთებდა და წარმოგიდგენიათ მერე რა მოხდებოდა??  ეს ელემენტარული იყო )) უბრალოდ ცნობისთვის..


მიყვარს სიმღერა.. ცეკვა. ვუკრავ გიტარაზე და ფორტეპიანოზეც.. 


რატომ შევქმენი ბლოგი?
ყოველთვის მიყვარდა წერა.. ეხლაც მიყვარს.. მაქვს ჩემი დღიური.. რომელსაც ყველაფერს ვეუბნები.. ის ჩემი ყველაზე სანდო მეგობარია..  : D  მიყვარს ოცნება.. მოკლედ მეოცნებე ადამიანი ვარ.. მჯერა ყველაფრის.. არ მჯერა არაფრის.. ალბათ ვერ მიხვდით? მოკლედ მჯერა ყველაფრის რისი დაჯერებაც შეიძლება.. და არ მჯერა იმის რისი დაჯერებაც არ შეიძლება.. ვიცი ადამიანი თუ გარდაიცვალა ვეღარასდროს გაცოცხლდება.. მაგრამ ვიცი რომ არავინ არაა გარდაცვილილი.. ყველა ცოცხლობს და სუნთქავს ჰაერს.. როგორც ჩვენ.. დიახ დიახ ! არ გჯერათ?როგორ არა.. არავინ არ გარდაცვლილა.. მათ უბრალოდ ფერი იცვალეს ! 


მოკლედ,მე ყველაფერი გითხარით ჩემს შესახებ.. და ჩემი აზრების შესახებ.. ეხლა შეგიძლიათ ისიამოვნოთ ჩემი ბლოგით !

No comments:

Post a Comment